For visit website please use PC

01 /
საიჯარო ვალდებულებების მხარდაჭერა

სარგებლობა შეუძლია თბილისის მასშტაბით არსებულ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში შემავალ ორგანიზაციებს, რომლებიც ფლობენ პროფესიონალური ტექნიკური აღჭურვილობის მქონე მუსიკალურ სივრცეებს საცეკვაო მოედნით, სადაც მოწვეული არტისტების მიერ სისტემატიურად იკვრება ელექტრონული მუსიკა, და რომელთა საქმიანობის ადგილია:

  • ღამის კლუბი
  • მუსიკალური ბარი
  • პრეკლუბი
  • მულტიფუნქციური მუსიკალური სივრცე
02 /
არტისტების მხარდაჭერა

ფონდით სარგებლობა შეუძლია ინდივიდუალურ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, რომლის საქმიანობაც ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში განსაზღვრულია, როგორც:

  • დიჯეი
  • პროდიუსერი
03 /
დასაქმებული პირების მხარდაჭერა

ფონდით სარგებლობა შეუძლია ინდივიდუალური პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, რომლის საქმიანობაც ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში განსაზღვრულია, როგორც:

  • ვიზუალური არტისტი
  • ვიჯეი
  • პროექციის ინჟინერი
  • ხმის ინჟინერი
  • არტისტის მენეჯერი
  • ბუქერი
  • განათების სპეციალისტი
  • კლუბის ან მუსიკალური სივრცის მენეჯერი
04 /
ერთჯერადი გრანტები ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის.

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის აღდგენის ფონდით სარგებლობა შეუძლია თბილისში დაფუძნებულ ორგანიზაციებს ან კოლექტივებს , რომელთა საქმიანობის სფეროც განსაზღვრულია როგორც :

  • ელექტრონული მუსიკის ფესტივალი
  • ელექტრონული მუსიკის ღონისძიება ან წვეულების სერია
  • ელექტრონული მუსიკის ლეიბლი (Vinyl Only)
  • ელექტრონული მუსიკის არტისტების სააგენტო
  • ელექტრონული მუსიკის რადიოსადგური
  • ელექტრონული მუსიკის ღონისძიებებისა და ფესტივალების ბილეთების სარეალიზაციო პლატფორმა
  • ელექტრონული მუსიკის მიმართულებითს სპეციალიზებული საგანმანათლებლო სკოლა
  • ფირფიტების მაღაზია

some logo

პროექტის შესახებ

2021 წლის 1 მარტს თბილისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან  დამტკიცდა 2 მილიონი ლარის ოდენობის თანხა, რომლის მიზანია პანდემიის შედეგად დაზარალებული ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის მხარდაჭერა. ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდი „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის” 4-პუნქტიანი ინიციატივაა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლებისთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარება კრიზისულ პერიოდში; ხელი შეუწყოს საქართველოს მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზიდულობის ცენტრების შენარჩუნებას, შემოქმედებითი და ტექნიკური კადრების კეთილდღეობასა და დაწესებულებების უსაფრთხო გახსნას, ხოლო პოსტკრიზისულ პერიოდში ერთობლივი მუშაობით უზრუნველყოს სცენის წარმომადგენლების სიცოცხლისუნარიან, მდგრად ოპერატიულ მოდელზე გადასვლა.

info-img