ჩვენ შესახებ
საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა
ასოციაცია „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა” 2020 წლის აპრილში დაარსდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს არადომინანტური კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას; მხარი დაუჭიროს ახალ ინიციატივებს; ადვოკატირების გზით ზემოქმედება მოახდინოს სახელმწიფო და საკანონმდებლო გადაწყვეტილებებზე; დაეხმაროს სექტორებს არსებული გამოწვევებისა და კრიზისის დაძლევაში, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ახალ კულტურულ პროცესებზე, ეკონომიკის ზრდაზე, გარემოსა და საზოგადოების ფორმირებაზე.
დაგვიკავშირდით

