For visit website please use PC

4 პუნქტიანი გეგმა

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდი „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის” 4-პუნქტიანი ინიციატივაა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლებისთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარება კრიზისულ პერიოდში; ხელი შეუწყოს თბილისის მასშტაბით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზიდულობის კერების შენარჩუნებას, შემოქმედებითი და ტექნიკური კადრების კეთილდღეობასა და დაწესებულებების უსაფრთხო გახსნას, ხოლო პოსტკრიზისულ პერიოდში ერთობლივი მუშაობით უზრუნველყოს სცენის წარმომადგენლების სიცოცხლისუნარიან, მდგრად ოპერატიულ მოდელზე გადასვლა.

ფონდი დაფუძნებულია ღიაობის, გამჭვირვალობის, თანამშრომლობისა და ურთიერთნდობის პრინციპებზე, რომლითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ერთი მხრივ, სცენის წარმომადგენლებისა და მათი საჭიროებების ადეკვატური და სამართლიანი მოცვა, ხოლო, მეორე მხრივ, 4-პუნქტიანი გეგმის თანმიმდევრული და შეუფერხებელი განხორციელება.

პროექტის განხორციელების პერიოდში „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა” შეთანხმებულად იმოქმედებს პასუხისმგებელ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და აქტიურ მონიტორინგს გაუწევს არსებულ პროგრამას, რათა 2021 წლის ზაფხულიდან დაიწყოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის უსაფრთხო და ეტაპობრივი გახსნა.

დაგვიკავშირდით

ტელეფონი
(+995) 595325010
info-img