For visit website please use PC

ACT4CULTURE

ACT4CULTURE პლატფორმა აერთიანებს არადომინანტური კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების პლურალისტურ, ინკლუზიურ და თავისუფალ პრაქტიკებს.

ჩვენს მთავარ სამუშაო ფოკუსსა და ზრუნვის საგანს წარმოადგენს ღამის ეკონომიკის დარგის განვითარება, გარეუბნებისთვის ახალი ფუნქციის მინიჭება, მიტოვებული სივრცეების ათვისება, თავისუფალი და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის ადვოკატირება; ვიზუალური, საშემსრულებლო, ურბანული და სუბურბანული ხელოვნების, სუბკულტურების, შემოქმედებითი კოლექტივებისა და ინდივიდების ხელშეწყობა.

 

ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ ხედვასა და ინიციატივებს, რომლებიც გამოირჩევიან საზოგადოებრივ სივრცეებში ცოდნის თანაბრად გაზიარებით, რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობით და ამგვარად უზრუნველყოფენ თავისუფალი, შემოქმედებითი პროცესების უწყვეტ, შეუფერხებელ დინებას.

 

ჩვენი მიზანია კულტურის არსებული პოლიტიკისა და სტრუქტურის გამოკვლევა და გარდაქმნა, ერთობლივი ძალისხმევით ახლის შემუშავება, რათა უფრო მეტად გაიზარდოს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიების როლი და მნიშვნელობა.

 

დაგვიკავშირდით

ტელეფონი
(+995) 595325010
info-img