For visit website please use PC

#OPENCULTURE

#openculture ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა - ACT4CULTURE-ის მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეაა და წარმოადგენს მუსიკალური და კულტურული ღონისძიებების მომზადების, ორგანიზებისა და რეაგირების სტრატეგიას, რომელიც ელექტრონული მუსიკის, საკლუბო, საფესტივალო და საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენლებს დაეხმარება კრიზისის დაძლევასა და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში.  გლობალურმა გამოცდილებამ, მაღალკვალიფიციურმა კვლევებმა და მრავალათასიანი საპილოტე ღონისძიებების შედეგებმა აჩვენა, რომ ღია და დახურული ღონისძიებების ჩატარებას აუდიტორიის წინასწარი ტესტირების გზით ნულამდე დაყავს ინფიცირებისა და პანდემიის გავრცელების რისკი. აღნიშნული კვლევები და შეგროვებული ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას, შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება ჯანმრთელობის რისკების მინიმუმამდე დაყვანით, რადგან ქალაქებში სადაც მკაცრი რეგულაციების პარალელურად არ ტარდება ზრუნვის პოლიტიკა და არ ჩნდება ლეგალური ალტერნატივა, გაცილებით საშიში კერები ჩნდება.

 

#openculture-ის სამოქმედო გეგმა შემუშავებულია გლობალური მასშტაბით ჩატარებული კვლევების საფუძველზე და ითვალისწინებს ღია და დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი ღონისძიების მსვლელობის დროს ვირუსის გავრცელების რისკების კვლევას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავებას და ქვეყნის მასშტაბით საერთო სტანდარტის დანერგვას.

 

#openculture-ის ფარგლებში, სტუმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის პრევენციული შემოწმების მიზნით გამოყენებული იქნება სპეციალურად შექმნილი ახალი აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს სტუმრის კოვიდ სტატუსის იდენტიფიცირებას. Open Culture at eZo Festival დასწრება შეუძლიათ:

 

  • სრულად ვაქცინირებული პირებს, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ;  
  • ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს;
  • ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს;
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.

 

საპილოტე ღონისძიებაზე დამსწრე პირი ბილეთის შეძენის დროს მისი პერსონალური მონაცემების (სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გაზიარებით ეთანხმება კვლევაში მონაწილეობის წესებს და პირობებს, რათა ღონისძიების დასრულების შემდეგ შევძლოთ სიღრმისეული კვლევა საერთო ინტერესისთვის 

 

ხშირად დასმული კითხვები

01 /
ვის აქვს ღონისძიებაზე დასწრების უფლება?

7 აგვისტოს, საქართველოს მასშტაბით პირველი, სრულიად უსაფრთხო საპილოტე ღონისძიება Open Culture at eZo Festival დასწრება შეუძლიათ:

  • სრულად ვაქცინირებული პირებს, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ;  
  • ბოლო 6 თვის მანძილზე კოვიდგადატანილ პირებს;
  • ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს;
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს.
02 /
როგორ ხდება ღონისძიებაზე დასწრება?

დამსწრე პირებმა უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge ატვირთოთ პირადი მონაცემები (პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი) და მიიღოთ უნიკალური QR კოდი, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებ საშვს. უნიკალური QR კოდი შეგიძლიათ შეინახოთ ტელეფონში, ან ამობეჭდოთ და წარმოადგინოთ კარში. 

უნიკალური QR კოდის წამკითხველი ანახებს აკმაყოფილებთ თუ არა შემდეგ კრიტერიუმებს:

  • თუ ხართ სრულად ვაქცინირებული, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ;  
  • ბოლო 6 თვის მანძილზე გადაიტანეთ COVID19.
  • ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩაიტარეთ PCR ტესტი და მიიღეთ  უარყოფითი პასუხი;
  • ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ ანტიგენის სწრაფი ტესტი და პასუხი უარყოფითია.

 

იმ პირებს რომლებსაც გავლილი აქვთ ვაქცინაცია ან გადატანილი აქვთ COVID19, შეუძლიათ როგორც ონლაინ ასევე ფიზიკური ბილეთის ყიდვა, მხოლოდ უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებად უნიკალური კოდის წარდგენა დაჭირდებათ.

 

წინასწარი ტესტირების საჭიროების მქონე პირებმა ონლაინ ბილეთის ყიდვის დროს უნდა მონიშნონ რომ საჭიროებენ PCR ტესტირებას, რის შემდეგაც TKT.GE გაუგზავნის სარეგისტრაციო ბმულს. ლაბორატორიის ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ სტუმრები შეძლებენ 5 და 6 აგვისტოს დილის 9:00 საათიდან 21:00 საათამდე უფასოდ ჩაიტარონ ტესტირება მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია კლინიკაში „რეიმანი“ (მისამართი: სანდრო ეულის ქ. #7).

 

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წარადგინოთ:

  • უსაფრთხო ღონისძიების საშვისთვის საჭირო უნიკალური კოდი, მწვანე საშვი, რომელიც დაადასტურებს, რომ აღნიშნული პიროვნება აკმაყოფილებს კრიტერიუმებს.
  • წვეულების ონლაინ ბილეთი
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

 

გაითვალისწინეთ:

  • ტესტირება  ადგილზე არ კეთდება.
  • არ მიიღება პერსონალურად (სახლში) გაკეთებული ტესტირების პასუხები.
03 /
როდის დაიწყება ღონისძიება?

Open Culture at eZo Festival 7 აგვისტოს, 22:00-ზე დაიწყება.

04 /
რამდენ სტუმარზეა გათვლილი ღონისძიება და რომელ საათზეა რეკომენდირებული მოსვლა რიგების თავიდან აცილების მიზნით?

ღონისძიება გათვლილია 1200-1500 სტუმარზე, წვეულება იწყება: 22:00 საათზე, შესაბამისად ადრე მოსვლა, რიგების თავიდან აცილებას გულისხმობს.

05 /
რამდენად უსაფრთხოა ამ მეთოდოლოგიით ღონისძიებაზე დასწრება?

გლობალურმა გამოცდილებამ, მაღალკვალიფიციურმა კვლევებმა და მრავალათასიანი საპილოტე ღონისძიებების შედეგებმა აჩვენა, რომ ღია და დახურული ღონისძიებების ჩატარებას აუდიტორიის წინასწარი ტესტირების გზით ნულამდე დაჰყავს ინფიცირებისა და პანდემიის გავრცელების რისკი. აღნიშნული კვლევები და შეგროვებული ინფორმაცია გვაძლევს საშუალებას, შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება ჯანმრთელობის რისკების მინიმუმამდე დაყვანით, რადგან ქალაქებში სადაც მკაცრი რეგულაციების პარალელურად არ ტარდება ზრუნვის პოლიტიკა და არ ჩნდება ლეგალური ალტერნატივა, გაცილებით საშიში კერები ჩნდება.

 

06 /
როგორ შევიძინო ონლაინ ბილეთი, რა პროცედურების გავლა დამჭირდება?
  • ბილეთის ონლაინ შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: tkt.ge/openculture
  • იმ პირებს რომლებსაც გავლილი აქვთ ვაქცინაცია ან გადატანილი აქვთ COVID19, შეუძლიათ როგორც ონლაინ ასევე ფიზიკური ბილეთის ყიდვა, უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებად კი ბილეთთან და პირადობის მოწმობასთან ერთად მხოლოდ კოვიდ საშვის უნიკალური QR კოდის წარდგენა დაჭირდებათ, რომლის მიღებაც შესაძლებელია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge 
  • წინასწარი ტესტირების საჭიროების მქონე პირებმა ონლაინ ბილეთის ყიდვის დროს უნდა მონიშნონ რომ ჭირდებათ PCR ტესტირება, რომლის შემდეგაც TKT.GE გაუგზავნის სარეგისტრაციო ბმულს. ლაბორატორიის ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ შეძლებენ 5 და 6 აგვისტოს დილის 9:00 საათიდან 21:00 საათამდე უფასოდ ჩაიტარონ ტესტირება მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია კლინიკა „რეიმანი“ (მისამართი: სანდრო ეულის ქ. #7), 

 

ონლაინ ბილეთის შეძენით ეთანხმებით პერსონალური მონაცემების (სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გაზიარებას, კვლევაში მონაწილეობის წესებს და პირობებს, რათა ღონისძიების დასრულების შემდეგ შევძლოთ სიღრმისეული კვლევა საერთო ინტერესისთვის. კვლევის შედეგები დამუშავდება იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც აუცილებელია ანალიზისა და ინტერპრეტაციისთვის, ხოლო შედეგების ანალიზური ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება მესამე პირთათვის შემდგომი გამოყენების მიზნით, იმგვარი ფორმით, რომელიც გამორიცხავს პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. 

07 /
ვარ კოვიდგადატანილი, შემეძლება ღონისძიებაზე დასწრება?

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბოლო 6 თვის განმავლობაში კოვიდგადატანილ პირებს. აღნიშნულის დასადასტურებლად სტუმარი უნდა დარეგისტრირდეთ ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge და ატვირთონ მათი პირადი მონაცემები, რის შემდეგაც პროგრამა აგენერირებს უნიკალურ QR კოდს, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებ საშვს. ღონისძიების დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი კოვიდსტატუსი.

08 /
PCR ან ანტიგენ ტესტის პასუხი მაქვს, საკმარისი იქნება ღონისძიებაზე დასასწრებად?

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს ან ბოლო 48 საათის განმავლობაში ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხების მქონე პირებს. აღნიშნულის დასადასტურებლად სტუმარი უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge და ატვირთონ მათი პირადი მონაცემები, რის შემდეგაც პროგრამა აგენერირებს უნიკალურ QR კოდს, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებ საშვს. ღონისძიების დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი კოვიდსტატუსი.

  • გაითვალისწინეთ, რომ ადგილზე არ კეთდება ტესტირება,
  • არ მიიღება პერსონალურად (სახლში) გაკეთებული ტესტირების პასუხები, დასაშვებია მხოლოდ ლაბორატორიულად დამოწმებული და ლაბორატორიის მიერ ჯანდაცვის ბაზაში ატვირთული ტესტის პასუხები.

09 /
ვარ ერთჯერადად ვაქცინირებული, შემეძლება ღონისძიებაზე დასწრება?

ერთჯერადად აცრილებს მნოუწევთ ლაბორატორიაში PCR ან ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარება, ამასთან ერთად უნდა დარწმუნდნენ რომ ლაბორატორია მათ პასუხს ატვირთავს ჯანმოს ბაზებში, რის შემდეგაც გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge და კოვიდ ტესტზე მიღებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ვებგვერდზე მიღებული უნიკალური QR კოდი წარადგინონ კარზე. ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც აღნიშნულ ვებგვერდზე მიღებული მწვანე საშვით დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს.

10 /
ვარ სრულად ვაქცინირებული, მაქვს კოვიდ პასპორტი, შემეძლება ამ პასპორტით ღონისძიებაზე დასწრება?

იმ პირებს რომლებსაც გავლილი აქვთ ვაქცინაცია, ორჯერადი აცრიდან გასულია ორი კვირა შეუძლიათ როგორც ონლაინ ასევე ფიზიკური ბილეთის ყიდვა, მხოლოდ უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებად უნიკალური QR კოდი - საშვის წარდგენა დაჭირდებათ, რომლის მიღებაც შესაძლებელია რეგისტრაცია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge რეგისტრაციის შემდგომ მიღებული უნიკალური QR კოდი უნდა წარადგინოთ კარზე. ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც აღნიშნულ ვებგვერდზე მიღებული მწვანე საშვით დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს.

11 /
როგორ მუშაობს კვლევა?

ღონისძიებამდე:

 

  • ღონისძიების ყველა დამსწრეს PCR ტესტირება ჩაუტარდება ღონისძიების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში, კერძოდ მათ უნდა მიმართონ შპს „რეიგენს“ 5 და 6 აგვისტოს დილის 09:00-დან 21:00-მდე (ტესტირების ჯავშანი უნდა განხორციელდეს ბილეთის შეძენის დროს). 

  • PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დამსწრეს გადაეცემა კვლევის ანალიზის პასუხი, რომელზეც დატანილი იქნება შესაბამისი ინფორმაციის მატარებელი უნიკალური QR კოდი, რაც შეასრულებს „COVID საშვის“ ფუნქციას.

  • PCR ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, დამსწრე არ დაიშვება ღონისძიებაზე და შემთხვევის მართვა განხორციელდება სახელმწიფო რეგულაციებით დადგენილი წესით.

 

ღონისძიების შემდეგ:

 

ღონისძიების მიმდინარეობისას კოვიდ ინფიცირების შესაძლო შემთხვევების გამოვლენის და შეკავების მიზნით, ღონისძიებიდან 3-5 დღის ინტერვალში (10-12 აგვისტო), დამსწრეთა შემთხვევითი პრინციპით შერჩეულ 25%-ს ჩაუტარდება საკონტროლო ტესტირება იმავე დაწესებულებაში და იმავე მეთოდოლოგიით.

 

შედეგების ანალიტიკა:

 

ღონისძიების შემდგომი მონიტორინგის დასრულებიდან (არაუგვიანეს 14 აგვისტოდან) ორი კვირის ვადაში მომზადდება შედეგების ანალიზის ანგარიში, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები:

  • დამსწრეთა საწყისი რაოდენობა (ბილეთების შემძენი პირების საერთო რაოდენობა);

  • ღონისძიებამდე ტესტირებით გამოვლენილი ინფიცირებულ პირთა რაოდენობა;

  • COVID საშვის მქონე პირთა რაოდენობა;

  • ღონისძიების შემდგომი საკონტროლო ტესტირებაში მონაწილე პირთა რაოდენობა;

  • ღონისძიების შემდგომი საკონტროლო ტესტირებით გამოვლენილი დადებითი შემთხვევების მაჩვენებელი (n, %);

12 /
გადავიტანე COVID19, მაგრამ გადამოწმებისას კრიტერიუმებს ვერ ვაკმაყოფილებ, რისი ბრალია?

პირველრიგში დარწმუნდით, რომ COVID19 უკანასკნელ 6 თვეში გადაიტანეთ, ამის შემდეგ მიმართეთ იმ კლინიკას, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი მონაცემების ცენტრალურ ბაზაში განთავსებაზე.

13 /
რა უნდა წარვადგინო ღონისძიების კარზე?

7 აგვისტოს, წვეულებაზე დასასწრებად დაგჭირდებათ:

  • უსაფრთხო ღონისძიების საშვისთვის საჭირო უნიკალური კოდი, ამისთვის უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვრდზე: covidpass.moh.gov.ge, ღონისძიების დაწყებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ თქვენი კოვიდსტატუსი.

  • წვეულების ონლაინ ბილეთი, ან ფიზიკური ბილეთი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ კარზე უნიკალური QR კოდი - საშვის წარდგენის შემთხვევაში.

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

14 /
რა ხდება, თუ PCR ტესტის პასუხი უარყოფითია (არ მაქვს COVID19)?

ღონისძიების ყველა დამსწრეს PCR ტესტირება ჩაუტარდება ღონისძიების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში, კერძოდ მათ უნდა მიმართონ შპს „რეიგენს“ 5 და 6 აგვისტოს დილის 09:00-დან 21:00-მდე (ტესტირების ჯავშანი უნდა განხორციელდეს ბილეთის შეძენის დროს). 

 

PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ანალიზის პასუხი უნდა აიტვირთოს ცენტრალურ ბაზაში, ხოლო დამსწრე პირმა უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე: covidpass.moh.gov.ge და მიიღოს უნიკალური QR კოდი. ღონისძიების დაწყებამდე ვებგვერდზე მოცემული ბმულის მეშვეობით გადაამოწმეთ და დარწმუნდით რომ აკმაყოფილებთ კრიტერიუმებს.

15 /
რა ხდება, თუ PCR ტესტის პასუხი დადებითია (დამიდასტურდა COVID19)?

ღონისძიების ყველა დამსწრეს PCR ტესტირება ჩაუტარდება ღონისძიების დაწყებამდე 48 საათის განმავლობაში, უფასო ტესტირებისთვის უნდა მიმართონ შპს „რეიგენს“ 5 და 6 აგვისტოს დილის 09:00-დან 21:00-მდე (ტესტირების ჯავშანი უნდა განხორციელდეს ბილეთის შეძენის დროს). 


PCR ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, დამსწრე არ დაიშვება ღონისძიებაზე და შემთხვევის მართვა განხორციელდება სახელმწიფო რეგულაციებით დადგენილი წესით.

16 /
რა სახის პირადი ინფორმაციის გაცემა მომიწევს კვლევის ფარგლებში?

ადამიანი, რომელსაც სურს წვეულებაზე დასწრება, ონლაინ ბილეთის შეძენის დროს რეგისტრაციის დროს მისი პერსონალური მონაცემების (სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გაზიარებით ავტომატურად ეთანხმება საპილოტე ღონისძიების ფარგლებში კვლევაში მონაწილეობას.


შედეგები დამუშავდება იმ მოცულობით და ფარგლებში, რაც აუცილებელია შედეგების ანალიზის და ინტერპრეტაციისთვის, ხოლო შედეგების ანალიზური ანგარიში ხელმისაწვდომი იქნება მესამე პირთათვის შემდგომი გამოყენების მიზნით, იმგვარი ფორმით, რომელიც გამორიცხავს პერსონალური მონაცემების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. 

17 /
როგორ მუშაობს covidpass.moh.gov.ge ?

იმისთვის რომ გაიგოთ თქვენი კოვიდ სტატუსი, უნდა გაიაროთ რეგისტრაცია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge ატვირთოთ თქვენი პირადი მონაცემები (პირადობის ნომერი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი) რეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ უნიკალურ QR კოდს და ბმულს, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ აკმაყოფილებთ თუ არა კრიტერიუმებს. ღონისძიებაზე დასწრება შეეძლებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მიიღებენ მწვანე საშვს და აკმაყოფილებენ აღნიშნულ კრიტერიუმებს. უნიკალური QR კოდი შეგიძლიათ შეინახოთ ტელეფონში, ან ამობეჭდოთ და წარმოადგინოთ კარში. 

კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია იმ შემთხვევაში, თუ:

  • თუ ხართ სრულად ვაქცინირებული, მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ;  

  • ბოლო 6 თვის მანძილზე გადაიტანეთ COVID19.

  • ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩაიტარეთ PCR ტესტი და მიიღეთ  უარყოფითი პასუხი;

  • ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ ანტიგენის სწრაფი ტესტი და პასუხი უარყოფითია.

18 /
შეუძლია თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღოს უნიკალურ QR კოდი?

უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე covidpass.moh.gov.ge და ატვირთოს მისი პირადი მონაცემები (პასპორტის ნომერი, სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ტელეფონის ნომერი) და მიიღონ უნიკალური QR კოდი, რომელიც წარმოადგენს უსაფრთხო ღონისძიებაზე დასასწრებ საშვს. უნიკალური QR კოდი შეგიძლიათ შეინახოთ ტელეფონში, ან ამობეჭდოთ და წარმოადგინოთ კარში.  უნიკალური QR კოდის წამკითხველი ანახებს აკმაყოფილებთ თუ არა კრიტერიუმს.