For visit website please use PC

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა” აფასებს www.act4culture.com-ზე თქვენს ვიზიტს და იმ ინტერესს, რომელსაც ამ ვებგვერდის მიმართ იჩენთ. ჩვენთვის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა მნიშვნელოვანია და ვებგვერდის სტუმრობის დროს, გვსურს თავს უსაფრთხოდ გრძნობდეთ. ჩვენ ვუფრთხილდებით და ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც შეგროვდა, მუშავდება და გამოიყენება ვებგვერდზე თქვენი სტუმრობის განმავლობაში და შემდგომში. ვებგვერდით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკით.

 

www.act4culture.com ვებგვერდზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკას, არ განაგრძოთ ვებგვერდის მომდევნო გვერდებით სარგებლობა. წინამდებარე პოლიტიკა, შესაძლოა განახლდეს. ამიტომ, გთხოვთ, რომ გაეცნოთ რეგულარულად. 

 

რა მიზანს ემსახურება წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა ?

 

ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა” ცდილობს დაიცვას იმ პირებისა და ორგანიზაციების პერსონალური მონაცემები, რომლებიც სარგებლობენ ვებაპლიკაციით. შესაბამისად, ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა”-მ შეიმუშავა წინამდებარე პოლიტიკა იმის აღსაწერად, თუ როგორ და რა სახის ინფორმაცია შეგროვდება ვებგვერდის მომხმარებლებისგან და იმ მიზნების განსასაზღვრად, რომლის მისაღწევადაც ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა”-მ შესაძლოა შეაგროვოს, გადასცეს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომი გახადოს აღნიშნული მონაცემები. ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა” განსაზღვრავს ყველა შესაძლო გონივრულ ზომას, რომელიც თქვენი მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად არის აუცილებელი. წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება ყველა სახის ინფორმაციაზე, რომელსაც თქვენს მიერ ვებგვერდის გამოყენების შედეგად მოიპოვებს ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა”.

 

წინამდებარე პოლიტიკის პირობები ექვემდებარება, ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა”-სთან თქვენი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ დამატებით განაცხადს ან სახელშეკრულებო პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენგან და რა მიზნით?

 

როდესაც თქვენ სტუმრობთ www.act4culture.com ვებგვერდს, ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც თქვენ გვაწვდით www.act4culture.com-ის ვებგვერდის მეშვეობით, როდესაც შეგყავთ პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომერი, საბანკო ანგარიშის ნომერი) ვებგვერდის სარეგისტრაციო გვერდზე ან მაშინ, როდესაც ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ განაცხადის ელექტრონულ ფორმას ავსებთ.

 

 ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა გამოიყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს:

  • ვებგვერდის www.act4culture.com ტექნიკური ადმინისტრირების, მისი კვლევისა და განვითარების მიზნებისათვის;
  • განმცხადებლის მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმის განხილვისა და შეფასებისას;

 

ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა" იცავს ყველა მოქმედ კანონს და რეგულაციას, რომელიც ჩვენ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს ეხება.

 

ვის გადავცემთ ვებგვერდიდან თქვენზე შეგროვებულ ინფორმაციას?

 

ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა" თქვენს მიერ ვებგვერდის მეშვეობით მოწოდებულ ინფორმაციას გადასცემს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის საბჭოს და პროექტის შეუფერხებელ განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებს. ინფორმაციის მიმღებ პირებს გააჩნიათ ამ მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება. ასევე, ჩვენ მიერ თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს სახელმწიფო ორგანოებს ან ერთეულებს, მარეგულირებელ ორგანოებს ან ნებისმიერ სხვა პირს, მოქმედი კანონმდებლობის, რეგულაციების, სასამართლო განჩინების ან ოფიციალური მოთხოვნის, სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს გამოცემული ინსქტრუქციის საფუძველზე და მიზნების შესაბამისად ან მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წარმართული ნებისმიერი მსგავსი პროცესის საფუძველზე.

 

უსაფრთხოების რა ზომები დავნერგეთ ვებგვერდის მეშვეობით მოპოვებული თქვენი ინფორმაციის დასაცავად?

 

ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა"-მ მოახდინა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა გონივრული, ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომის განხორციელება, რათა ვებგვერდის  მეშვეობით მოპოვებული თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან ან განადგურებისგან.

 

როგორ ვექცევით ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა”-ს მიერ და ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა"-სთვის გაგზავნილ ელექტონულ შეტყობინებებს? 

 

ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა"-ს მიერ და ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა"-სთვის გაგზავნილ ყველა ელექტრონულ შეტყობინებას ავტომატურად ვინახავთ და მათ გააჩნიათ სამართლებრივი მტკიცებულების ძალა. ამით ჩვენ ვიცავთ შეტყობინებებს გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების გამოყენებით და მათთან წვდომა დასაშვებია მხოლოდ განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების ზედმოწევნითი დაცვით (მაგალითად სასამართლოს განჩინება, დანაშაულის ჩადენის ეჭვი, შრომითი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა) სპეციალური ფუნქციებით აღჭურვილი კონკრეტული პიროვნებების მიერ (მაგალითად სამართლებრივი შესაბამისობის). ყველა შეტყობინება ნადგურდება მას შემდეგ, რაც ამოიწურება მათი შენახვისთვის განსაზღვრული გონივრული პერიოდი.

 

რა უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც მონაცემებს ინტერნეტის მეშვეობით აგზავნით? 

 

მიიჩნევა, რომ ინტერნეტი არ წარმოადგენს დაცულ გარემოს და ინფორმაციაზე, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით იგზავნება (მაგალითად ვებგვერდის ან ელექტრონული შეტყობინების სისტემის გამოყენებით) შესაძლოა არასანქცირებული წვდომა მოიპოვონ მესამე პირებმა, რამაც, შესაძლებელია, გამოიწვიოს ინფორმაციის გამჟღავნება, ინფორმაციის შემცველი მასალის ცვლილება ან სხვა ტექნიკური შეცდომა. იმის მიუხედავად, იმყოფებიან თუ არა ინფორმაციის გამგზავნიც და მისი მიმღებიც ერთი და იმავე ქვეყანაში, ინტერნეტის მეშვეობით გაგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა გადაიცეს საერთაშორისო საზღვრების მიღმა და შესაძლებელია აღმოჩნდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც თქვენი ქვეყნისგან განსხვავებით, პერსონალური მონაცემების დაცვისათვის სუსტი მექანიზმები არსებობს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ ვაგებთ პასუხს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებაზე იმ ეტაპზე, როდესაც ეს ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით  ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა”-სთვის გადაცემის მდგომარეობაში იმყოფება. იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობა, გვსურს შეგახსენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ  ა(ა)იპ “საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა”-სთან კომუნიკაციისათვის აირჩიოთ ის მეთოდი, რომელსაც შესაფერისად მიიჩნევთ.

 

როგორ შეგიძლიათ თქვენს პერსონალური მონაცემებზე წვდომა ან მათი გაცნობა?

 

მოქმედი კანონმდებლობით ან რეგულაციებით გათვალისწინებული წესით, თქვენ შეგიძლიათ:

  • გადაამოწმოთ ვინახავთ თუ არა თქვენს პერსონალურ მონაცემებს;
  • გვთხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენს მიერ შევსებული სააპლიკაციო განაცხადის ასლის გადმოცემა; 
  • მოითხოვოთ ჩვენთან დაცული თქვენი პერსონალური მონაცემების ჩასწორება.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთნ დაკავშირებული მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი შემდეგ მისამართზე: info@act4culture.com

 

კონფიდენციალურობის პოლიტიკა მიღებულია 2021 წლის 31 მარტს.

user-img