დეტალური ინფორმაცია პროგრამებზე
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის პროგრამა
2021 წლის პირველ მარტს სახელმწიფომ თბილისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაამტკიცა 2 მილიონი ლარის ოდენობის გადაუდებელი დახმარების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორში Covid19-ის პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრას.
მაღალი მომართვიანობის მოლოდინის გათვალისწინებით, დაფინანსებას მიიღებენ ის განმცხადებლები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ფონდის მიერ შემუშავებულ და დადგენილ კრიტერიუმებს. მიღებული დაფინანსების განაწილება მოხდება ააიპ „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის“ მიერ წინასწარ შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად, მასში მოყვანილი პირობების, შეთანხმებებისა და წესების სრული დაცვით. თანხების გადანაწილების ადმინისტრირებას ახორციელებს ააიპ „საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა“.
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდიდან თანხების გაცემისას მნიშვნელობა ენიჭება განმცხადებლის რიგითობას, რადგან ფონდიდან არსებული თანხის ამოწურვისთანავე აპლიკაციების მიღება შეწყდება.
01
- ღამის კლუბი
- მუსიკალური ბარი
- პრე-კლუბი
- მულტიფუნქციური მუსიკალური სივრცე
02
- დიჯეი
- პროდიუსერი
03
- ვიზუალური არტისტი
- ვიჯეი
- პროექციის ინჟინერი
- ხმის ინჟინერი
- არტისტის მენეჯერი
- ბუქერი
- განათების სპეციალისტი
- კლუბის ან მუსიკალური სივრცის მენეჯერი
04
- ფესტივალი
- ღონისძიება ან წვეულებათა სერია
- არტისტების სააგენტო
- მუსიკალური ლეიბლი (ფიზიკური)
- ფირფიტების მაღაზია
- ონლაინ ან FM რადიო სადგური
- საგანმანათლებლო სკოლა
- ბილეთების სარეალიზაციო ვებპლატფორმა