For visit website please use PC

არტისტების მხარდაჭერა

და
01 /
ვის შეუძლია სარგებლობა?

ფონდით  სარგებლობა შეუძლია ინდივიდუალურ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, რომლის საქმიანობა ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში  განსაზღვრულია, როგორც ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი, არტისტი ან დიჯეი და მისი საქმიანობის ძირითად ადგილს წარმოადგენს ქალაქი თბილისი.

02 /
რისი მხარდაჭერა შეგვიძლია?

ფონდით სარგებლობა ნებაყოფლობითია და ემსახურება ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში დასაქმებული და თვითდასაქმებული შემოქმედი პირების, კერძოდ დიჯეებისა და პროდიუსერების ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას 3 თვის განმავლობაში.

03 /
რა ოდენობის თანხაა გამოყოფილი თითოეულ განმცხადებელზე?

300-დან 500 ლარამდე ოდენობის ფინანსური დახმარება გამოყოფილია თითოეულ განმცხადებელზე, თანხები განაწილდება დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად.

  • თუ არტისტი აკმაყოფილებს ერთ კრიტერიუმს, სამი თვის მანძილზე მისი ფინანსური მხარდაჭერა განსაზღვრულია - თვეში 300 ლარით; 
  • თუ არტისტი აკმაყოფილებს ორ კრიტერიუმს, სამი თვის მანძილზე მისი ფინანსური მხარდაჭერა განსაზღვრულია  - თვეში 400 ლარით;
  • თუ არტისტი აკმაყოფილებს სამივე კრიტერიუმს, სამი თვის მანძილზე მისი ფინანსური მხარდაჭერა განსაზღვრულია - თვეში 500 ლარით.

 

04 /
ვინ უნდა შეავსოს სააპლიკაციო განაცხადის ფორმა?

განაცხადის წარდგენა შეუძლია ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში დასაქმებულებსა და თვითდასაქმებულებს, ასევე მიკრომეწარმეებს, რომელთა საქმიანობა განსაზღვრულია, როგორც ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი ან დიჯეი.

 

შენიშვნა: თუ შემოქმედი ინდივიდი  ერთდროულად დასაქმებულია მრავალ სხვადასხვა პოზიციაზე, მაგ: ხმის ინჟინერი, განათების სპეციალისტი ან დიჯეი,  ეს ინდივიდი დაფინანსების მიღებას შეძლებს მხოლოდ ერთი პოზიციის შესაბამისად.

05 /
ვის შეუძლია სააპლიკაციო განაცხადის შევსება

განაცხადის შევსება ხდება თავად ფიზიკური პირის მიერ.

06 /
რომელი ძირითადი კრიტერიუმები გამოიყენება შეფასების დროს?

ფონდით სარგებლობა შეუძლია ინდივიდუალურ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, რომლის საქმიანობაც ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში განსაზღვრულია, როგორც ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი, არტისტი ან დიჯეი და რომელიც წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებიდან ერთს მაინც აკმაყოფილებს. სამივე კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში ინდივიდუალური პირი ფონდიდან მიიღებს მაქსიმალურ თანხას.

დადგენილი ძირითადი კრიტერიუმები არტისტებისთვის:

  • 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე დაუკრავს ელექტრონული მუსიკის მინიმუმ 10 საღამოზე, რის დადასტურებაც შეუძლია საჯარო ინფორმაციის წარდგენით. 
  • 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე დაკრული აქვს ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო სცენაზე, ფესტივალზე ან კლუბში. 
  • 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე გამოცემული აქვს მინიმუმ ერთი ჩანაწერი ადგილობრივ ან საერთაშორისო მუსიკალურ ლეიბლზე. 
07 /
რა შემთხვევაში გამოიყენება დამაბალანსებელი კრიტერიუმი?

იმის გათვალისწინებით, რომ საკლუბო და ელექტრონული მუსიკის მასშტაბური სცენა პანდემიის გამო საგრძნობლად დაზარალდა, შესაძლოა საბჭომ განცხადებათა მოსალოდნელზე დიდი რაოდენობა მიიღოს. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა განსაზღვრულია 2 მილიონი ლარით. მაღალი მომართვიანობის შემთხვევაში შესაძლოა, ფონდმა სრულად ვერ დაფაროს კვალიფიცირებულ განმცხადებელთა საჭიროებები და აუცილებელი გახდეს საბჭოს მიერ არჩევანის გაკეთება თანაბარი ან თითქმის თანაბარი შედეგების მქონე განმცხადებელთა შორის. ასეთ შემთხვევაში საბჭო იტოვებს უფლებამოსილებას, შემოიტანოს დამატებითი დამაბალანსებელი კრიტერიუმები და მსგავსი შემთხვევისთვის დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.

 

არტისტების მხარდაჭერის პროგრამის დადგენილი დამაბალანსებელი კრიტერიუმის პრიორიტეტებია: 

  • არტისტის ხანგრძლივი პროფესიული გამოცდილება და მისი განსაკუთრებული წვლილი თბილისის საკლუბო სცენის შექმნის ადრეულ ეტაპზე.