For visit website please use PC

ერთჯერადი გრანტები

და
01 /
ვის შეუძლია სარგებლობა?

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის ფონდით სარგებლობა შეუძლია თბილისში დაფუძნებულ ორგანიზაციებს ან კოლექტივებს, რომელთა საქმიანობის სფეროც განსაზღვრულია, როგორც:

  • ელექტრონული მუსიკის ფესტივალი
  • ელექტრონული მუსიკის წვეულება და ღონისძიებათა სერია,
  • ელექტრონული მუსიკის მიმართულებით სპეციალიზებული საგანმანათლებლო სკოლა,
  • ელექტრონული მუსიკის ლეიბლი (Vinyl Only, ანალოგი),
  • ფირფიტების მაღაზია (ფიზიკური),
  • ელექტრონული მუსიკის არტისტების სააგენტო,
  • ელექტრონული მუსიკის ონლაინრადიოს ან FM რადიოსადგური,
  • ელექტრონული მუსიკის ღონისძიებებისა და ფესტივალების ბილეთების სარეალიზაციო პლატფორმა.
02 /
რისი მხარდაჭერა შეგვიძლია?

ფონდით სარგებლობა ნებაყოფლობითია და ემსახურება ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და კოლექტივების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას.

03 /
რა ოდენობის თანხაა გამოყოფილი ?

  • ელექტრონული მუსიკის ფესტივალი: 5000-25000 ლარი;
  • ელექტრონული მუსიკის წვეულება ან ღონისძიებათა სერია: 4000-8000 ლარი;
  • ელექტრონული მუსიკის ლეიბლი: 3000-8000 ლარი;
  • ელექტრონული მუსიკის არტისტების სააგენტო: 2000-3000 ლარი;
  • ფირფიტების მაღაზია: 2000-3000 ლარი;
  • ელექტრონული მუსიკის ონლაინ ან FM რადიო სადგური: 3000-4000 ლარი;
  • ელექტრონული მუსიკის მიმართულებით სპეციალიზებული საგანმანათლებლო სკოლა: 3000-4000 ლარი;
  • ელექტრონული მუსიკის ღონისძიებებისა და ფესტივალების ბილეთების სარეალიზაციო პლატფორმა: 3000-4000ლარი.
04 /
რა საკვალიფიკაციო კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს განმცხადებელმა?

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდით სარგებლობა შეუძლია თბილისში დაფუძნებულ ორგანიზაციებს ან კოლექტივებს, რომელთა საქმიანობაც განსაზღვრულია ელექტრონული მუსიკის მიმართულებით და სრულად აკმაყოფილებენ დადგენილ სააპლიკაციო და საკვალიფიკაციო სტანდარტებსა და მოთხოვნებს

 

  • თბილისის მასშტაბით არსებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალები, რომლებსაც 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე ჩატარებული აქვთ მინიმუმ ორი (2) ღონისძიება.

  • თბილისის მასშტაბით არსებული ელექტრონული მუსიკის ღონისძიების ან წვეულების ორგანიზატორები ან კოლექტივები, რომლებსაც 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის იანვრამდე ჩატარებული აქვთ მინიმუმ სამი (3) ღონისძიება.

  • ელექტრონული მუსიკის ლეიბლები, რომლებსაც 2018 წლის იანვრიდან 2021 წლის აპრილამდე ფირფიტის სახით გამოშვებული აქვს მინიმუმ 1 (1) ფიზიკური ჩანაწერი.

  • თბილისის მასშტაბით არსებული საგანმანათლებლო სკოლები, მინიმუმ ორ(2)წლიანი გამოცდილებით, რომლებიც სპეციალიზებული არიან ელექტრონული მუსიკის მიმართულებით.

  • თბილისში დაფუძნებული ონლაინ და ფიზიკური რადიოსადგურები, რომელთა ეთერიც სრულად ეთმობა ელექტრონული მუსიკის მიმართულებას.
  • თბილისში არსებული ფირფიტების ფიზიკური მაღაზიები, რომლებსაც მინიმუმ ორ(2)წლიანი გამოცდილება აქვთ.

  • თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკის არტისტების სააგენტოები, რომლებსაც მინიმუმ სამ (3)წლიანი გამოცდილება აქვთ.

  • ელექტრონული მუსიკის ფესტივალების, ღონისძიებებისა და წვეულებების ბილეთების სარეალიზაციო ვებპლატფორმა, რომელსაც მინიმუმ სამ (3)წლიანი გამოცდილება აქვს.

05 /
ვის შეუძლია სააპლიკაციო განაცხადის ფორმის შევსება?

განაცხადის შევსება ხდება ორგანიზაციის  შემთხვევაში მისი დამფუძნებელის ან დირექტორის, ხოლო კოლექტივის ან ფიზიკური პირის შემთხვევაში თავად განმცხადებლის მიერ.

06 /
რა შემთხვევაში გამოიყენება დამაბალანსებელი კრიტერიუმი?

იმის გათვალისწინებით, რომ საკლუბო და ელექტრონული მუსიკის მასშტაბური სცენა პანდემიის გამო საგრძნობლად დაზარალდა, შესაძლოა საბჭომ განცხადებათა მოსალოდნელზე დიდი რაოდენობა მიიღოს. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა განსაზღვრულია 2 მილიონი ლარით. მაღალი მომართვიანობის შემთხვევაში შესაძლოა, ფონდმა სრულად ვერ დაფაროს კვალიფიცირებულ განმცხადებელთა საჭიროებები და აუცილებელი გახდეს საბჭოს მიერ არჩევანის გაკეთება თანაბარი ან თითქმის თანაბარი შედეგების მქონე განმცხადებელთა შორის. ასეთ შემთხვევაში საბჭო იტოვებს უფლებამოსილებას, შემოიტანოს დამატებითი დამაბალანსებელი კრიტერიუმები და მსგავსი შემთხვევისთვის დადგენილი პრიორიტეტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება.

ერთჯერადი დახმარების პროგრამის დადგენილი დამაბალანსებელი კრიტერიუმის პრიორიტეტებია: 

  • ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობის, ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პრინციპების დაცვა. მწვანე და თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული კამპანიებისა და აქტივობების ინიცირება, მონაწილეობა ან სივრცის დათმობა;
  • ორგანიზაციის უნიკალურობა, მისი განსაკუთრებული ისტორიული როლი ან კულტურული მნიშვნელობა.
  • ნდობაზე დაფუძნებული კეთილი ნების შეთანხმება, რომლითაც ორგანიზაცია ან კოლექტივი გამოთქვამს მზაობას მომავალში ორგანიზაციაში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების განსამტკიცებლად, მწვანე და თანასწორობის იდეაზე დაფუძნებული კამპანიებისა და აქტივობებში ჩასართავად ან სივრცის დასათმობად.
07 /
როგორია შეთანხმების პირობა?

ქვეყანაში, მოცემულ ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის, მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის და პანდემიისგან მომდინარე სხვა შესაბამისი გამოწვევების საპასუხოდ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდით მოსარგებლე პირები და ორგანიზაციები შეთანხმების საფუძველზე საკუთარ ობიექტებს კონსერვაციის რეჟიმში ინახავენ, რაც ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების შეჩერებას და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებას. ასოციაცია შეთანხმებულად იმოქმედებს პასუხისმგებელ და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან, აქტიურ მონიტორინგს გაუწევს არსებულ პროგრამას, რათა წინასწარ შემუშავებული მოდელის მიხედვით 2021 წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში დაიწყოს ელექტრონული მუსიკისა მოსასმენი ღია და დახურული სივრცეების უსაფრთხო და ეტაპობრივი გახსნა.

თუ თქვენ აპირებთ, შეავსოთ განაცხადი ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდში, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ და გაითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები:

  • დახურული მუსიკალური სივრცეები, პროგრამის მიმდინარეობისას საკუთარ სივრცეებს კონსერვაციის რეჟიმში ინახავენ და იცავენ მოცემულ ეტაპზე არსებულ რეგულაციებსა და წესებს.

  • ნახევრად ღია სივრცეები, სადაც მოქმედებს ბარი ან საკვები ობიექტი,  სრულად იცავენ  პროგრამის მიმდინარეობისას არსებულ რეგულაციებსა და წესებს.

  • ელექტრონული მუსიკის ფესტივალები, ღონისძიებები და წვეულებათა სერიები, სრულად იცავენ პროგრამის მიმდინარეობისას არსებულ რეგულაციებსა და წესებს.

  • ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდით მოსარგებლე პირები და ორგანიზაციები თანამშრომლობენ ასოციაციასთან ღია და დახურულ სივრცეებში უსაფრთხო მუსიკალური საღამოების მოწყობის მოდელის შემუშავებაზე.


შენიშვნა: რეგულაციები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით. პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია სამი თვით.

08 /
რომელი ძირითადი კრიტერიუმები გამოიყენება შეფასების დროს?

ფონდით სარგებლობა ნებაყოფლობითია და ემსახურება ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში მოქმედი ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და კოლექტივების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას. დადგენილი ძირითადი კრიტერიუმებია:

  • ორგანიზაციის, პროექტის ან აქტივობის ხანგრძლივობა;
  • ორგანიზაციაში ან ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტში დასაქმებული პირების რაოდენობა;
  • ორგანიზაციულ სტრუქტურასა და ყოველდღიურ საქმიანობაში გატარებული ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და თანასწორობის პრინციპები და სოციო-პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ორგანიზაციის როლი კულტურული შესაძლებლობების შექმნასა და განვითარებაში;
  • მიღებული ფინანსური დახმარების საჭიროების დასაბუთება ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად და მის ქმედით რეჟიმში დასაბრუნებლად.