დასაქმებული პირების მხარდაჭერა
ფონდით სარგებლობა შეუძლია ინდივიდუალური პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, რომლის საქმიანობის სფეროც ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორში განსაზღვრულია, როგორც - ხმის ინჟინერი, განათების სპეციალისტი, ვიზუალური არტისტი, ვიჯეი, პროექციის ინჟინერი, არტისტის მენეჯერი ან ბუქერი, კლუბის, მუსიკალური სივრცის ან ფესტივალის მენეჯერი.
შენიშვნა: კლუბის, მუსიკალური სივრცის ან ფესტივალის მენეჯერი გულისხმობს ინდივიდუალურ პირს, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის პოლიტიკასა და მიმართულებას და უზრუნველყოფს მის აღსრულებას.
ფონდით სარგებლობა ნებაყოფლობითია და ემსახურება ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სფეროში დასაქმებულ და თვითდასაქმებულ შემოქმედ, ტექნიკურ და მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებული პირების ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას 3 თვის განმავლობაში.
თითოეულ განმცხადებელზე გამოყოფილია 400 ლარის ოდენობის ფიქსირებული ფინანსური დახმარება სამი თვის განმავლობაში, ქულების მინიჭების გარეშე, თანაბრად.
ფიზიკური პირის შემთხვევაში განცხადების ფორმის შევსება შეუძლია თავად ფიზიკურ პირს.
შენიშვნა: შემოქმედი ინდივიდი, რომელიც ერთდროულად დასაქმებულია სხვადასხვა პოზიციაზე მაგ: ხმის ინჟინერი, განათების სპეციალისტი ან დიჯეი, დაფინანსების მიღებას შეძლებს მხოლოდ ერთი პოზიციის შესაბამისად.